ყოველთვიური ტექნიკური მომსახურების საფასური - 10ლარი
სალარო აპარატის ყოველთვიური ტექნიკური მომსახურება უზრუნველყოფს თქვენს წარმატებულ საქმიანობას. მიუხედავად შემოთავაზებული უმაღლესი ხარისხის საკონტროლო-სალარო აპარატებისა, მათი სისტემატიური შემოწმება და ოპერატიული შეკეთება აუცილებელია.
შემოთავაზებული მომსახურება გულისხმობს შემდეგს: თქვენს ობიექტზე მიმაგრებული იქნება მაღალკვალიფიციური ინჟინერ-ტექნიკოსი, რომელიც თვეში ერთხელ განახორციელებს სალარო აპარატის ვიზუალურ და ტექნიკურ დათვალიერებას. მცირე ხარვეზის შემთხვევაში გამოასწორებს მას და გაგიწევთ შესაბამის რეკომენდაციებს.
აპარატის დაზიანების ან რაიმე ხარვეზის შემთხვევაში, თქვენ ნებისმიერ დროს დაუკავშირდებით სერვის-ცენტრის ცხელ ხაზს, ან უშუალოდ ტექნიკოსს; იგი მყისიერად გამოცხადდება თქვენს ობიექტზე და ეცდება დაზიანების სირთულიდან გამომდინარე ადგილზე აღმოფხვრას ხარვეზი. (სალარო აპარატში სერიოზული დაზიანების შემთხვევაში რაც გამოწვეულია არაქარხნული წუნის , არამედ მომხმარებლის დაუდევრობით, თქვენ იხდით მხოლოდ სათადარიგო ნაწილის საფასურს დანარჩენ შემთვევებში ვრცელდება საგარანტიო ვალდებულება).
კომპანია "ინტერმოდული" გისურვებთ წარმატებულ საქმიანობას.
ქ.თბილისი | რაიონები |
1.ალ.ყაზბეგის N 24გ | ქ.მარნეული, რუსთაველის 78 |
2.ორთაჭალის ქ.N4 | |
3.აღმაშენებლის გამზ.N122 | |
4.დიდუბე-სამთო ქიმია,ოთახი N 4 | |
5.ისნის ბაზრობის მიმდ.ტერიტორია | |
6.ვაჟა-ფშაველა-პროფკავშირების სახლი | |